მოჰამედ სალაჰს გატანილი ბურთებით პრემიერლიგის მხოლოდ 13 გუნდი უსწრებს

AutoSharing Option
"ლივერულის" შემტევ მოჰამედ სალაჰს მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 4 კლუბზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

ეგვიპტელმა ინგლისის ჩემპიონატის 32-ე ტურში "კრისტალ პალასის" კარი აიღო, რითაც 29 შეგდებული ბურთი მოუგროვდა.

"ბრაიტონმა" მიმდინარე სეზონში მოწინააღმდეგე გუნდი 28-ჯერ დაამწუხრა, "ვესტ ბრომვიჩმა", "ჰადერსფილდმა" და "სუონსიმ" კი ეს 25-ჯერ გააკეთეს.

აქვე გეტყვით, რომ "ბარნლის", "საუთჰემპტონსა" და "სტოკს" 29 გოლი აქვთ გატანილი. გამოდის, რომ პრემიერლიგის 20 გუნდიდან სალაჰს გატანილი ბურთებით მხოლოდ 13 უსწრებს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს შეგდებული სადაური ქართულია?!წესიერად დაწერეთ ეს რა უბედურებაა
ბაჩო
19:10 03-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული