ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რეი უილკინსი გარდაიცვალა

AutoSharing Option
გადატანილი ინფარქტის შემდეგ 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რეი უილკინსი.

რეი ნახევარმცველი იყო, თამაშობდა "ჩელსიში", "მანჩესტერში", "მილანსა" და პსჟ-ში, "სამ ლომში" 83 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახლდათ.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ "ფულჰემს", ქპრ-ს და იორდანიის ნაკრებს წვრთნიდა, "ჩელსიში" და "ასტონ ვილაში" მენეჯერის ასისტენტად მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული