ოლივიე ჟირუ: ინგლისის ბოლო წლების საუკეთესო კლუბში ვთამაშობ

AutoSharing Option
ოლივიე ჟირუმ, ვინაც ლონდონის "ჩელსის" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, განაცხადა, რომ ინგლისის საუკეთესო გუნდში თამაშობს.

"როდესაც შანსი მომეცა, რომ "ჩელსიში" გადმოვსულიყავი, დიდხანს არ მიფიქრია. "არსენალი" უკვე წარსულია და მე ჩემს კარიერაში ახალი ფურცელი გადავშალე.

ახლა 100%-ით "ჩელსიზე" ვარ კონცენტრირებული. ბოლო წლების ინგლისის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, რაზეც მოგებული ტიტულებიც მოწმობს.

წელს ძალიან მძიმე სეზონი გამოვიდა. "მანჩესტერ სიტი" ძალიან ძლიერი იყო და მასთან დაწევა შეუძლებელი ჩანდა", - აღნიშნა ჟირუმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული