პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად მოჰამედ სალაჰი დაასახელეს

AutoSharing Option
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ამ სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად "ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი აღიარა.

სალაჰმა 33 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი "მანჩესტერ სიტის" 22 წლის ნახევარმცველი ლეროი სანე მიიჩნიეს, რომლის ანგარიშზეც 28 შეხვედრაში გატანილი 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სალაჰს ნამდვილად ეკუთნოდა. ისე პრემიერ ლიგა ამ ბოლო დროს ვეღარ არის ისეთი სანახაობრივი როგორც 5 წლის წინ და უფრო ადრე იყო. საცოდაობაა ლიდსი,ასტონ ვილა,ნოტინგემი,დერბი,ბირმინგემი და კიდევ რამოდენიმე გუნდი ქვედა ლიგაში იყოს და ბორმუთი,ჰადესფილდი,ბრაიტონი,უოტფორდი პრემიერ ლიგაში. ეს ფაქტორიც აქვეითებს მის დონეს!
kika
11:46 23-04-2018
0

სიახლეები პოპულარული