მე მამაშენი ვარ! - ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ მაიკლ ესიენი მისი შვილია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა. პორტუგალიელი დამრიგებლის თქმით, მას და მის ყოფილ შეგირდ მაიკლ ესიენს მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდათ.

"მე არ ვიყავი ესიენის მარტო მწვრთნელი, არამედ მისი თეთრი მამაც ვიყავი. ის, ალბათ, ერთადერთი იყო, რომელმაც ნამდვილ სახლში წამიყვანა.

მან მანჩვენა ადგილი, სადაც ის გაიზარდა და ფეხბურთის თამაში დაიწყო. ესიენმა შემაყვარა განა და კონკრეტულად ქალაქი აკრა, სადაც ის დაიბადა. ამის შემდეგ მისი მენტალობა უკეთ მესმოდა.

ასევე მესმოდა, თუ რატომ იყო ის მოედანზე მზად ყველაფრისთვის. მას შეეძლო მოედანზე მწვრთნელისთვის,
თანაგუნდელებისა და გულშემატკივართათვის თავი გაეწირა", - აღნიშნა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო და ესიენი ერთად ჯერ ლონდონის "ჩელსიში" მუშაობდნენ, შემდეგ კი ჟოზემ განელი მადრიდის "რეალშიც" წაიყვანა.

▶ მოურინიომ გვარდიოლას უკბინა: მწვრთნელები იმას ვამბობთ, რაც ჩვენ გვინდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული