"არისტოკრატები" დიდი გარდაქმნის ზღვარზე დგანან. მომავალი სეზონისთვის გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. რომან აბრამოვიჩს განზრახული აქვს, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს შემადგენლობაში. კარგი იქნებოდა, ახალი "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაშიც გვეხილა, მაგრამ...
"ჩელსიმ" ბოლო დროს გამოიღვიძა. გუნდის თამაშის ხარისხი იდეალური ვერ არის, მაგრამ ფაქტია, გუნდმა დაიწყო ქულების დაგროვება. ცოტა გვიანი კია,
"ლივერპული" გადაღლილია ჩემპიონთა ლიგაში "რომასთან" დუელის შემდეგ, მაგრამ იურგენ კლოპი ბიჭებს მაინც ვერ დაასვენებს. არავის უნდა, სამომავლოდ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ოდნავადაც კი სათუო გახადოს.
პრემიერლიგის ზედა ნაწილში ძალიან ბევრი რამ გადაწყვეტილია. ამის გათვალისწინებით, ჩვენს წინათქმას ცოტა უცნაური სახე ექნება. აქედან გამომდინარე, ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრად უნდა შევრაცხოთ "სტოკისა" და "კრისტალ პალასის" დაპირისპირება.
თუ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება სურთ, მასპინძლებმა ეს თამაში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიგონ. ეს იოლი არ იქნება, რადგან როი ჰოჯსონის "არწივები" ტრადიციას არ ღალატობენ და სეზონის ბოლოს შედიან ფორმაში.
ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას ისეთი ტრადიციული ინგლისური კლუბი, როგორიცაა "საუთჰემპტონი". რადაც უნდა დაუჯდეთ, "წმინდანებმა" გასვლითი შეხვედრა უნდა მოუგონ "ევერტონს", თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. სტუმართა სასარგებლოდ ის გარემოება მეტყველებს, რომ ლივერპულელებს თითქმის აღარ აქვთ სატურნირო მოტივაცია.
გოლების წვიმას უნდა ველოდოთ ჩემპიონის შეხვედრაში. მიმდინარე სეზონში "სიტის" მხოლოდ ერთადერთი მოტივაცია დარჩა - დაამყაროს 4 რეკორდი, რაზეც წინა უქმეების მიმოხილვაში ვწერდით. საამისოდ "ჰადერსფილდი" გემრიელი ლუკმაა. ესეც არ იყოს, "ეტიჰადი" თავისი გუნდის თითოეული მატჩით ტკბება და პეპ გვარდიოლას ბიჭები ქომაგებს ვერ უღალატებენ.
ფაქტები
- "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის მთავარ ლიგაში ორჯერ შეხვდა "ბრაიტონს" და ორივე შეხვედრა მოუგო.
- "კრისტალ პალასს" 4 თამაშია, არ წაუგია.
- "უოტფორდმა" ბოლო 3 შეხვედრა მოუგო "ნიუკასლს".
- "ვესტ ბრომვიჩისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 6 შეხვედრიდან 4 ფრედ დასრულდა.
- "ევერტონისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო ორ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "არსენალმა" ბოლო 7 მატჩი მოუგო "ბარნლის".
- "ჩელსისა" და "ლივერპულის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
პრემიერლიგა. XXXVI ტური
პარასკევი, 4 მაისი
ბრაიტონი-მანჩესტერ იუნ 1:0
შაბათი, 5 მაისი
სტოკი-კრ. პალასი 15:30
ბორნმუთი-სუონსი 18:00
ლესტერი-ვესტ ჰემი 18:00
უოტფორდი-ნიუკასლი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 18:00
ევერტონი-საუთჰემპტონი 20:30
კვირა, 6 მაისი
მან. სიტი-ჰადერსფილდი 16:30
არსენალი-ბარნლი 19:30
ჩელსი-ლივერპული 19:30
ბომბარდირები: 31 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 27 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რაჰიმ სტერლინგი (სიტი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"