ინგლისში პრიზები ჩამოარიგეს - გვარდიოლა პრემიერლიგაში საუკეთესო მწვრთნელია

AutoSharing Option
რა გასაკვირია და, ინგლისის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა გახდა.

ესპანელი დამრიგებლის ხელმძღვანელობით, "ქალაქელებმა" თავი 100 ქულას მოუყარეს და 106 გოლი გაიტანეს, რაც რეკორდია.

ინგლისის ჩემპიონშიპის საუკეთესო მწვრთნელი ნუნო ესპირიტო გახდა. პირველ ლიგაში ეს ჯილდო "შრიუსბერის" თავკაცმა პოლ ჰარსტმა დაისაკუთრა.

"კარდიფის" მწვრთნელ ნილ უორნოკს სპეციალური პრიზი გადაეცა. 68 სპეციალისტი გახდა პირველი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც გუნდი ერთით მაღალ დივიზიონში გადაიყვანა.

▶ პეპ გვარდიოლა: ინგლისის ჩემპიონატის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ესპანეთისა და გერმანიის
▶ "მანჩესტერ
სიტიმ" პრემიერლიგაში "ჩელსის" რეკორდები დაამხო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული