"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგაში "ჩელსის" რეკორდები დაამხო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგაში "ჩელსის" რეკორდები, რომლებიც დაგროვილ ქულებს, მოგებულ თამაშებსა და გატანილ გოლებს მოიცავდა, დაამხო.

ინგლისის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში პეპ გვარდიოლას გაწვრთნილებმა "ბრაიტონი" 3:1 დაამარცხეს.

"ქალაქელებს" 31 მოგებული მატჩი, 97 ქულა და 105 გატანილი ბურთი დაუგროვდათ.

რეკორდი აქამდე "ჩელსის" ეკუთვნოდა, რომელსაც 95 ქულა ჰქონდა დაგროვილი. "არისტოკრატებმა" 2009/10 წლების სეზონში 103 გოლი გაიტანეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული