მოკლედ, რომანი კლუბს 1.75 მილიარდ ფუნტად ყიდის.
მას ისრაელის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ბრიტანეთში ნახევარი წლით ყოფნის უფლება აქვს, მაგრამ არ შეუძლია იქ იმუშაოს.
რომან არკადის ძემ უკვე გადაიფიქრა "სტემფორდ ბრიჯის" რეკონსტრუქცია.
Forbes-ი "ჩელსის" ღირებულებას 1.44 მილიარდად აფასებს, ხოლო აუდიტორული კომპანია KPMG - 1.26 მილიარდად.
რომანმა კლუბი 2003 წელს 140 მილიონად შეიძინა და ახლა შეიძლება ჩამოართვან. ამიტომაც ჩქარობს.