მაურისიო სარი "ჩელსიში" დაინიშნება, მაგრამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს ვერ იყიდის

AutoSharing Option
ინგლისური და იტალიური პრესა ერთდროულად ავრცელებს ინფორმაციას, რომ მაურისიო სარი "ჩელსის" შეუთანხმდა.

ლონდონელები "ნაპოლის" დამრიგებელს უახლოეს დღეებში წარადგენენ. მისი გასამრჯელო 5 მილიონი ფუნტი იქნება, პლუს, 1 მილიონს ის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შეთხვევაში მიიღებს.

როგორც იცით, სარის დანიშვნის შემთხვევაში "არისტოკრატებს" ნეაპოლიტანელებისთვის 8 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადათ.

გავრცელებული ცნობით, იტალიის ვიცე-ჩემპიონი ამ თანხას აღარ მოითხოვს, სამაგიეროდ, "ჩელსი" "ნაპოლის" ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს.

ლონდონელებს კომპენსაციის გადახდა მათი ამჟამინდელი დამრიგებლისთვის, ანტონიო კონტესთვის მოუწევთ, რომლის ბიუჯეტიც 9 მილიონი ფუნტით შეივსება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული