ლონდონელები "ნაპოლის" დამრიგებელს უახლოეს დღეებში წარადგენენ. მისი გასამრჯელო 5 მილიონი ფუნტი იქნება, პლუს, 1 მილიონს ის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შეთხვევაში მიიღებს.
როგორც იცით, სარის დანიშვნის შემთხვევაში "არისტოკრატებს" ნეაპოლიტანელებისთვის 8 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადათ.
გავრცელებული ცნობით, იტალიის ვიცე-ჩემპიონი ამ თანხას აღარ მოითხოვს, სამაგიეროდ, "ჩელსი" "ნაპოლის" ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს.
ლონდონელებს კომპენსაციის გადახდა მათი ამჟამინდელი დამრიგებლისთვის, ანტონიო კონტესთვის მოუწევთ, რომლის ბიუჯეტიც 9 მილიონი ფუნტით შეივსება.