"ნიუკასლის" ყოფილი ბავშვთა მწვრთნელი და ახალგაზრდული გუნდის თავკაცის ასისტენტი ჯორჯ ორმონდი არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ 30-ზე მეტი სექსუალური ძალადობის ქმედებაში დამნაშავედ ცნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოძიებამ ორმონდი 1973-დან 1997 წლამდე პერიოდში 18 არასრულწლოვან ბავშვზე 36 სექსუალური ძალადობის აქტში დაადანაშაულა.
მწვრთნელი ემუქრებოდა ბავშვებს, რომ თუ ისინი ამის შესახებ ვინმეს ეტყოდნენ, მათ საფეხბურთო კარიერას დაანგრევდა.
სასამართლომ ორმონდი დამნაშავედ ცნო და მიმდინარე კვირაში საბოლოო განაჩენს გამოიტანს.