![](https://sportall.ge/pictures/image31/fe1e731b84d0736f54264fbd77665c4a.jpeg)
"სტოკს" შაკირის გაყიდვა არ უნდოდა, მაგრამ "ლივერპულმა" მისი კონტრაქტი 13.5 მილიონ ფუნტად გამოისყიდა.
26 წლის შაკირი "ლივერპულში" 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
პრემიერლიგაზე გასულ სეზონში მან 38 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში ჯერდანმა 4 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.