გძულდეთ და უფრო კარგად ითამაშეთ - გვარდიოლას მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე მალე ფილმი გამოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2017/18 წლების სეზონში, 11 მილიონი ევროს საფასურად, Amazon Prime-ს "მანჩესტერ სიტიმ" მისცა უფლება, ხოსეპ გვარდიოლას მიერ წარმოთქმული სიტყვები ჩაეწერა.

ფილმი, სახელწოდებით - "ყველაფერი ან არაფერი", 17 აგვისტოს გამოვა, მანამდე კი მისი თრეილერი გავრცელდა.

ვიდეოში "სიტის" მთავარი მწვრთნელი ამბობს:

"მე თქვენ პრესკონფერენციაზე სიკვდილამდე დაგიცავთ, მაგრამ გასახდელში სიმართლეს გეტყვით.

ზოგიერი თქვენგანი უკეთესად თამაშობს, როდესაც ჩემზე გაბრაზებულია. ასე რომ, არ არის პრობლემა, გძულდეთ და უფრო კარგად ითამაშეთ.

ყველა ვარჯიშსა და თამაშზე მზად უნდა იყოთ. ვიცი, რომ ნიჭიერები ხართ, მაგრამ შთამბეჭდავად უნდა ითამაშოთ, რათა
ტოპ-გუნდი გახდეთ", - ამბობს გვარდიოლა.

altნუთუ, ეს რეალურია? - არგენტინელები მზად არიან პეპ გვარდიოლას წელიწადში 12 მილიონი გადაუხადონ! დათანხმდება?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული