ხოსეპ გვარდიოლა: მისნაირი მებრძოლი ფეხბურთელი არასდროს მინახავს

AutoSharing Option
"მისნაირი მებრძოლი ფეხბურთელი აქამდე არასდროს მინახავს", - ასე შეაფასა "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მისი გუნდის ფორვარდი გაბრიელ ჟეზუსი.

ბრაზილიელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგლძრივა და ჟურნალისტებიც ესპანელ დამრიგებელს მის შესახებ დაეკითხნენ.

"გაბრიელმა ჩვენთან გადმოსვლის შემდეგ ძალიან მოუმატა. ის ყველა ეპიზოდში იბრძვის და ასეთი მებრძოლი ფეხბურთელი აქამდე არასდროს მინახავს.

მას სურს, რომ თავისი თამაში ყოველდღიურად გააუმჯობესოს. მადლობა მას, რომ ჩვენთან დარჩა და კონტრაქტი გაახანგლძრივა", - აღნიშნა გვარდიოლამ.

გაბრიელ ჟეზუსი "სიტიში" 2017 წლიდან ირიცხება და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ
53 შეხვედრაში 24 გოლიც შეაგდო.

altიურგენ კლოპმა ხოსეპ გვარდიოლას პრესკონფერენცია შეაწყვეტინა [VIDEO]

altგძულდეთ და უფრო კარგად ითამაშეთ - გვარდიოლას მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე მალე ფილმი გამოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული