რატომ შეიცვალა ალვარო მორატამ ლონდონის "ჩელსიში" მაისურზე ნომერი

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ფორვარდმა ალვარო მორატამ თავისი ტყუპი შვილების საპატივსაცემოდ კლუბში ნომერი შეიცვალა.

ამიერიდან, ესპანელი თავდამსხმელი არა მე-9, არამედ 29-ე ნომრით ითამაშებს.

"ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, ჩემს ცოლსა და შვილებს პატივი ასე ვცე.

ეს ნომერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ჩემი ტყუპი შვილები 29 რიცხვში დაიბადნენ.

მინდა, "ჩელსის"ფანებს, რომლებსაც ჩემი მაისური მე-9 ნომრით შეძენილი აქვთ, ბოდიში მოვუხადო. იმედი მაქვს, ისინი გამიგებენ.

დიდი მადლობა და ვიმედოვნებ, რომ მომავალ სეზონში ახალი ნომრით უფრო ბევრი გვექნება აღსანიშნავი", - განაცხადა მორატამ.

ესპანელი ფორვარდი
"ჩელსიში"გასული სეზონის ბოლოს გადაბარგდა და 48 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 15 გოლი შეაგდო.

altალვარო მორატამ მადრიდის "რეალს" მისი დაბრუნება შესთავაზა

altალვარო მორატას ტყუპები შეეძინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული