"მანჩესტერ სიტიმ" "ჰადერსფილდი" გაანადგურა, აგუერომ ჰეთ-თრიკი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მეორე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 6:1 გაანადგურა "ჰადერსფილდი".

მატჩს "ეტიჰადზე" 54 021 მაყურებელი დაესწრო. გოლები მასპინძელთაგან გაიტანეს: სერხიო აგუერომ (3), გაბრიელ ჟეზუსმა და  დავიდ სილვამ. ავტოგოლი ტერენცე კონგოლომ გაიტანა. სტუმართა ერთადერთი გოლის ავტორი ჯონ სტანკოვიჩია.

აგუერომ პრემიერლიგაზე მეცხრე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ალან შირერს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 11 ჰეთ-თრიკია.

სერხიო პრემიერლიგაზე 146 გოლი გაიტანა და ის ლეგიონერთა შორის მეორე ბომბარდირია. საუკეთესო მაჩვენებელი "არსენალის" ყოფილ თავდამსხმელს ტიერი ანრის აქვს - 175 გოლი.

altსერხიო აგუერო: მანჩესტერში პირველი წელი

ვიტანჯებოდი

alt "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსის" სუპერთასზე სერხიო აგუეროს დუბლით სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული