ალვარო მორატა: მინდა, 30 გოლზე მეტი გავიტანო

AutoSharing Option
"ჩელსის" თავდამსხმელი ალვარო მორატა იმედს გამოთქვამს, რომ ამ სეზონში წინაზე უკეთესად ითამაშებს.

"გასული სეზონი ჩემთვის ძალიან მძიმე გამოდგა. ტრავმამ ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედა. თუმცა, როდესაც გოლი გამაქვს, ყველაფერი იცვლება. ამ სეზონში უკეთ თამაშის იმედი მაქვს.

მთავარია, როგორ სტილში ვთამაშობთ. შარშან ყველაფერი სწორხაზოვანი გვქონდა, მაღალი ბურთებისთვის მიწევდა ბრძოლა, მეორე სართულზე თამაში კი ჩემი კოზირი არაა. ახლა შემიძლია თავისუფალ ზონაში შევიჭრა და ერთი შეხებით შევუტიო.

მწვრთნელი უპირატესობას ფეხბურთელების ბურთით თამაშს ანიჭებს, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მინდა, ამ სეზონში 30 გოლზე მეტი
გავიტანო. თუმცა, მირჩევნია 15 ან 20 გოლი გავიტანო და პრემიერლიგა მოვიგოთ".

altრატომ შეიცვალა ალვარო მორატამ ლონდონის "ჩელსიში" მაისურზე ნომერი

altალვარო მორატამ მადრიდის "რეალს" მისი დაბრუნება შესთავაზა

altალვარო მორატას ტყუპები შეეძინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული