"მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა ანტონიო კონტემ ჩაიბაროს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელ თავკაცს კლუბის ხელმძღვანელობასთან და გუნდის ნახევარმცველთან, პოლ პოგბასთან უთანხმოება აქვს.

გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგაში "ბრაიტონთან" ანგარიშით 2:3 წააგო.

ინგლისური მედიის ბოლო ცნობებით, კლუბის ხელმძღვანელობას ურჩევნია, პორტუგალიელი სპეციალისტი გაათავისუფლოს, ვიდრე ფრანგი ნახევარმცველი გაუშვას გუნდიდან.

ხოლო რაც შეეხება კონტეს, პოგბა იტალიელ მწვრთნელთან უკვე მუშაობდა ტურინის "იუვენტუსში" 2014-დან 2016 წლამდე.

კონტეს გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად ზინედინ ზიდანს ასახელებენ, რომელიც
ამჟამად თავისუფალია.

altDaily Mail: ზიდანი მზადაა, მოურინიოს წასვლის შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბაროს

მკითხველის კომენტარები / 2 /
Raoo?
Jorg
01:13 25-08-2018
0
Konte????
Baggio
01:06 25-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული