"ტოტენჰემთან" განადგურების შემდეგ მოურინიო და გულშემატკივრები ერთმანეთს აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ...

AutoSharing Option
პრემიერლიგის მესამე ტურში "ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემთან" დამარცხების (0:3) შემდეგ "მანჩესტერის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გულშემატკივრებთან მივიდა, ჯერ კლუბის შარფი უჩვენა, ხოლო შემდეგ ტაში დაუკრა, საპასუხოდ კი მათ აპლოდისმენტებით გააცილეს.

ნამატჩევს პორტუგალიელმა კომენტარი გააკეთა:"წინა კვირას მაგრად ვიმუშავეთ, მაგრამ ეს მატჩი ტაქტიკურად წავაგეთ. ფეხბურთელებს ფანტასტიკური განწყობა ჰქონდათ. 0:2-ის შემდეგაც კი გრძნობდნენ, რომ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში თამაშის შემოტრიალებას შევძლებდით, მაგრამ მესამე გაშვებულმა გოლმა ყველაფერი დაასრულა.

ჩვენი ფანები არ კითხულობენ გაზეთებს და არ უყურებენ ტელევიზორს, ისინი ამაზე მაღლა დგანან. დღეს მათ წაგებაზე საოცარი რეაქცია
ჰჰქონდათ - აპლოდისმენტებით გაგვაცილეს".

alt"მანჩესტერი" ისევ დამარცხდა - ამჯერად სახლში "ტოტენჰემთან" განადგურდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ გაგიჟდა ეს კაცი . რას უშვება მანჩესტერს ახჩობს ფეხბურთელების ნიჭს. მანიუს უნდა სულით მანჩესტერელი მწვრთნელი რომელიც მთელ გულს მიყძღვნის მანჩესტერის აღორძინებას მაგალითად გიგსი
ტოტტი
11:44 28-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული