"თუ აქ არ მოგწონს, ძალით არავინ გაკავებს" - მუსლერა მოურინიოს დაუპირისპირდა

AutoSharing Option
"ფენერბაჰჩეს" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში თურქეთის სუპერლიგა გააკრიტიკა და მსაჯები მიკერძოებაში დაადანაშაულა.

პორტუგალიელმა განაცხადა, რომ მსაჯები "გალათასარაის" განზრახ ეხმარებიან, ამის შესახებ კი რეაგირებას არავინ ახდენს.

61 წლის სპეციალისტის ამ განცხადებას, "გალას" მეკარემ ფერნანდო მუსლერამ უპასუხა.

"პირველად ჩემს კარიერაში საჭიროდ ვთვლი, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. ამ ქვეყანაში 14 წლის განმავლობაში 17 ტიტული მოვიგე და თურქული ფეხბურთის პოპულარიზაციას მუდამ ვცდილობდი.

მოურინიო მხოლოდ 4 თვეა რაც თურქეთში იმყოფება და ის უკვე ჩვენს ლიგას აკრიტიკებს. თუ აქ ყოფნა
არ მოსწონს, ძალით არავინ აკავებს", - განაცხადა ფერნანდომ მუსლერამ.

შეგახსენებთ, პორტუგალიელი ჩემპიონატის საჯაროდ გაკრიტიკებისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

altჟოზე მოურინიო შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

alt"ორ წელიწადში მზად ვარ პრემიერლიგაში დავბრუნდე, თუმცა ერთი პირობით..." - ჟოზე მოურინიო

alt"გვარდიოლას სტუდენტობიდან მოურინიოს სტილის მწვრთნელად იქცა" - კარაგერი არტეტაზე

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტიპი ჩალიჩობს რომ გააგდონ და მერე კომპენსაცია გადაუხადონ.
გია პაპა
17:37 12-11-2024
1
ძალით არავონ აკავენს უბრალოდ ფულო აკავებს
ემიგრანტი
16:58 12-11-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული