"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგის თასის 1/16 ფინალიდან ლამპარდის "დერბიმ" გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერი" ინგლისის ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალში საკუთარ მოედანზე პენალტების სერიაში ჩემპიონშიპის  "დერბისთან" დამარცხდა.

მატჩში, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" 55 227 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში დებიუტში მატამ გახსნა, 57-ე წუთზე უილსონმა ანგარიში გაათანაბრა, 67-ე წუთზე საჯარიმოს მოედნის გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა "მანიუს" მეკარე რომერო გააძევა, 86-ე წუთზე მერიოტმა სტუმრები დააწინაურა, 90+5-ე წუთზე კი ფელაინიმ ანგარიში 2:2 გახადა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში "დერბიმ" 8:7 იმარჯვა.

მანჩესტერი: რომერო, დალოტი, ბაიი, ჯონსი, იანგი, ერერა (ფელაინი 83), მატიჩი, მატა (გრანტი 69), ლინგარდი (ფრედი 63), მარსიალი, ლუკაკუ

აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედი" ზედიზედ
მეხუთედ დამარცხდა პენალტების სერიაში, ჟოზე მოურინიომ კი კარიერაში რვიდან შვიდ თერმეტმეტრიანების სერიაში განიცადა მარცხი.

ამ თამაშის წინ მოურინიომ გუნდს ოფიციალურად აუწყა, რომ პოლ პოგბა არასოდეს აღარ იქნება მათი კაპიტანი.

ნამატჩევს "დერბის" მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ შოკშია და ამაყობს თავისი გუნდით.

altზიდანი "მანჩესტერში" გრიზმანის ტრანსფერს განახორციელებს, პოგბა კი გუნდს აღარ დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოუმ უმაღლესი შედეგები აჩვენა, სტილი დახვეწა, მაგრამ ... ჩემი აზრით მან თავი ამოწურა ... ჯერ "ჩელსიში" მერე აქ. ჯობია თავს საპანჩუროდ ნუ გაიხდია და სხვა საქმეს ნახავს
მერაბი გ.
07:27 01-10-2018
0
მიიყვანეთ ზიდანი მანჩესტერში და ნახავთ რეალის დონის მანჩესტერს . სერ ალექსის წასვლის შემდეგ ნორმალური მწვრთნელი ვერ ნახა მანიამ რა ხან ვანგაალლიო ხან მაურინიოვო პოგმა სწორს ამბობდა რომ უნდა შევუტიოთო ამან კიდე გაბრაზდა რატო თქვა ეგო და განაცხადშიც არ შეიყვანა
ტოტტი
08:32 26-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული