მატჩში, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" 55 227 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში დებიუტში მატამ გახსნა, 57-ე წუთზე უილსონმა ანგარიში გაათანაბრა, 67-ე წუთზე საჯარიმოს მოედნის გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა "მანიუს" მეკარე რომერო გააძევა, 86-ე წუთზე მერიოტმა სტუმრები დააწინაურა, 90+5-ე წუთზე კი ფელაინიმ ანგარიში 2:2 გახადა.
თერთმეტმეტრიანების სერიაში "დერბიმ" 8:7 იმარჯვა.
მანჩესტერი: რომერო, დალოტი, ბაიი, ჯონსი, იანგი, ერერა (ფელაინი 83), მატიჩი, მატა (გრანტი 69), ლინგარდი (ფრედი 63), მარსიალი, ლუკაკუ
აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედი" ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა პენალტების სერიაში, ჟოზე მოურინიომ კი კარიერაში რვიდან შვიდ თერმეტმეტრიანების სერიაში განიცადა მარცხი.
ამ თამაშის წინ მოურინიომ გუნდს ოფიციალურად აუწყა, რომ პოლ პოგბა არასოდეს აღარ იქნება მათი კაპიტანი.
ნამატჩევს "დერბის" მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ შოკშია და ამაყობს თავისი გუნდით.
ზიდანი "მანჩესტერში" გრიზმანის ტრანსფერს განახორციელებს, პოგბა კი გუნდს აღარ დატოვებს