ფრენკ ლემპარდი: თამაშის შედეგით შოკირებული ვარ

AutoSharing Option
"დერბის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფის წარმომადგენელმა "წითელი ეშმაკები" თასის გათამაშებიდან პენალტების სერიაში გამოთიშა.

შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტებში სტუმრებმა 8:7 იმარჯვეს.

"თამაშის შედეგით შოკირებული ვარ. "ოლდ ტრაფორდზე" მისვლა და ისე მაგრად თამაში, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედი", შესანიშნავია. თავი კარგად წარმოვაჩინეთ და პენალტების სერია ბრწყინვალედ ჩავატარეთ. ამაყი ვარ.

მინდა წარმატებული გუნდი ავაწყო, ხოლო ასეთი დღეები უბრალოდ შესანიშნავია. გუნდს, რომელშიც მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან, თანაბრად ვეთამაშეთ",
- თქვა ლემპარდმა BBC-სთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ფრენკ ლემპარდი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ლონდონის "ჩელსიში" გამოდიოდა, ხოლო ახლა თავის ყოფილ თავკაცს მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდა.

alt"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგის თასის 1/16 ფინალიდან ლამპარდის "დერბიმ" გამოაგდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული