Sky Sports-მა პოგბასა და მოურინიოს კამათის მომენტი გადაიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელ პოლ პოგბას შორის დღეს დილით ვარჯიშზე კონფლიქტი მოხდა.

კამათის მომენტი Sky Sports-მა გადაიღო. პოგბამ პორტუგალიელთან მიირბინა მისასალმებლად, მოურინიომ კი მას რაღაც უთხრა, რამაც პოგბას გაკვირვება გამოიწვია.

ადრე მოურინიომ პოგბას ვიცე-კაპიტნის სტატუსი ჩამოართვა და ამაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგს გუნდიდან წასვლა უნდა, თუმცა პოგბას აგენტმა ეს ინფორმაცია უკომენტაროდ დატოვა.

alt"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგის თასის 1/16 ფინალიდან ლამპარდის "დერბიმ" გამოაგდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
გადმოიყვანეთ მაგი ჩიხურაში.
0
მოაშორეთ ეს ამაზრზენი ადამიანი მანჩესტერს.
გიგა
17:45 26-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული