ედენ აზარი: კანტემ მითხრა, რომ პენალტის დარტყმა არ უნდოდა, ამიტომ სხვა გამოსავალი არ მქონდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელმა ედენ აზარმა "ლივერპულთან" (2:1) სათასო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გამარჯვების გოლი სწორედ აზარმა გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შევიდა.

როცა ბრიტანულმა არხმა Sky Sports-მა ჰკითხა ბელგიელს, თუ რას გრძნობდა ის გოლის გატანისას, აზარმა საინტერესოდ უპასუხა.

"მატჩის დაწყებამდე მე და კანტე სათადარიგოთა სკამზე ვისხედით და ვლაპარაკობდით. მან მითხრა, რომ პენალტების სერიაში მონაწილეობის მიღება არ სურდა. ამიტომ მხოლოდ ერთი ვარიანტი მქონდა - გამეტანა", - თქვა აზარმა.

აღსანიშნავია, რომ 29 სექტემბერს "ჩელსი"
და "ლივერპული" კვლავ შეხვდებიან, მაგრამ ამჯერად პრემიერლიგაში.

alt"ლივერპული" "ჩელსისთან" დამარცხდა და შაბათს რევანშის აღებას შეეცდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული