მოურინიომ მთლად აურია - იგინება, ტელეკამერას წყალს ასხამს...

AutoSharing Option
კი მოუგო პრემიერლიგის მე-8 ტურში "მანჩესტერმა" "ოლდ ტრაფორდზე" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიუკასლს" 3:2, მაგრამ გუნდის ცუდი თამაში და მედიასაშუალებების კრიტიკა მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ეტყობა, ძალიან ძვირად უჯდება და ყოველივე ეს მის ფსიქიკაზე მძიმედ მოქმედებს.

უკვე მე-10 წუთზე "მანიუ" 0:2-ს აგებდა და პორტუგალიელმა შესვენებაზე გასვლის წინ ტელეკამერას წყალი შეასხა, თან ოპერატორს მაგრადაც შეუკურთხა, ნამატჩევს კი პრესკონფერენციაზე "გაილექსა".

"55 წლის კაცი ვარ და ფეხბურთში ვინმეზე ნადირობას პირველად ვხედავ. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა და ამით მე საუკეთესო მენეჯერი
და საუკეთესო ადამიანი ვხდები.

ხვალ ლონდონში მივდივარ და თუ იწვიმა, ჩემი ბრალი იქნება. ბრექსიტიც ჩემი ბრალია.

დებიუტში ჩემი გუნდის თამაში პანიკას გავდა. შესვენებაზე პროდუქტიული საუბარი გვქონდა და ერთმანეთს დავპირდით, რომ მოვიგებდით. ბიჭებმა ამისათვის ყველაფერი გააკეთეს.

ამ ზეწოლას ცოტაოდენი დარდით ვუძლებ. აი, ზოგიერთ ფეხბურთელებზე კი ეს ყოველივე დამთრგუნველად მოქმედებს. მაგალითად, რეშფორდი მოედანზე დაღონებული იყო, მაკტომინი კი - შეშინებული. ისინი ისეთ შეცდომებს უშვებდნენ, რომელთაც ნორმალურს ვერ უწოდებ.

მე კლუბის ხელმძღვანელობისთვის ჩემთვის კონტრაქტი პისტოლეტის მიბჯენით კი არ მოვაწერინე, ეს უნდოდათ და 2020 წლის ივლისამდე გამიფორმეს.".

სხვათა შორის, სტადიონის შესასვლელთან გულშემატკივრებს ზინედინ ზიდანის მუყაოს ფიტული ეჭირათ და ისინი მწვრთნელად მის დანიშვნას ითხოვენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მევასება ჟოზე..იმიტომ რომ აფრენს.
გიორგი
18:56 07-10-2018
3
ადამიანი ინტრიგანი,იმდენად უარყოფითი აურა აქ ტიპს,მოგებაც კი არიცვევს სიხარულსიუხედავად იმისა რომ რაღაც დოზით იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ
euhh
15:17 07-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული