"ჩელსიმ" "მანჩესტერთან" ფრეს 96-ე წუთზე გატანილი გოლით მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-9 ტურში "ჩელსისა" და "მანჩესტერის" შეხვედრა 2:2 დასრულდა.

"ჩელსიმ" კომპენსირებულ დროში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, რის შემდეგაც მათი გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა "მანიუს" მენეჯერთან ჟოზე მოურინიოსთან მიირბინა და გამაღიზიანებლად დაიწყო გოლის აღნიშვნა. მოუმ ვერ მოითმინა და ჩხუბი ატყდა.

მაურიციო სარის ხელმძღვანელობით "არისტოკრატებმა" ინგლისის ჩემპიონატის სასტარტო 9 მატჩიდან არც ერთი არ წააგეს და ეს ამ კლუბის რეკორდია.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 40 721 მაყურებელი
ჩელსი - მანჩესტერი 2:2
გოლები: 1:0 რიუდიგერი (1:0), 1:1 მარსიალი (55), 1:2 მარსიალი (57), 2:2 ბარკლი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული