"მანჩესტერის" ხელმძღვანელებმა მოურინიოს ურჩიეს ხმა ჩაიკმინდოს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მფლობელებმა ჯოელ და ავრაამ გლეიზერებმა გუნდის მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს მოუწოდეს კლუბის ხელმძღვანელობის კრიტიკისაგან თავი შეიკავოს.

გლეიზერები შეშფოთებულნი არიან მოურინიოს საქციელით და შიშობენ, რომ მისმა მოქმედებამ შეიძლება კლუბის იმიჯს ზიანი მიაყენოს.

მათ აგრეთვე აშფოთებთ პორტუგალიელის დამოკიდებულება გუნდის ლეგენდასთან პოლ სკოულზთან, რამეთუ ამან შეიძლება უთანხმოება გამოიწვიოს კლუბსა და გულშემატკივართა შორის.

მოურინიო "მანიუს" 2016 წელს ჩაუდგა სათავეში და კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული