ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გლენ ჰოდლმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, გონება დაკარგა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეს ამბავი BT Sport-ის საფეხბურთო გადაცემისას მოხდა. ინგლისური მედია არ აკონკრეტებს, მაგრამ იუწყება, რომ ჰოდლი მძიმედაა ავად.
ის გუშინ 61 წლის გახდა.
ჰოდლი "ტოტენჰემისა" და "მონაკოს" ღირსებას იცავდა, მოგებული აქვს ინგლისის და უეფას თასები, წვრთნიდა ინგლისის ნაკრებს, "საუთჰემპტონს", "ტოტენჰემსა" და "ვულვერჰემპტონს".