ვილფრიდ ზაჰა: ვინც ჩემს ოჯახს სიკვდილს უსურვებდა, მეც საუკეთესოს ვუსურვებ

AutoSharing Option
"არსენალთან" მოპოვებული პენალტის შემდეგ, რომლითაც "კრისტალ პალასმა" ქულა გადაარჩინა (2:2), ვილფრიდ ზაჰამ გულშემატკივრებისგან რასისტული შეძახილები მიიღო.

კოტდივუარელი ფეხბურთელი "მეთოფეთა" ფანებს სოციალური ქსელით ეხმიანება და მათ ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს.

"ყველას, ვინც რასიზმისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს და ჩემს ოჯახს სიკვდილს უსურვებს, მეც ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. P.S. თქვენი ზიზღის მიუხედავად, ჩემი ცხოვრება მაინც ძალიან კარგია" - წერს ზაჰა Instagram-ზე.

"არსენალთან" მოპოვებული ფრის შემდეგ ლონდონელთა 11-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. სწორედ ამან გააბრაზა "მეთოფეების" გულშემატკივრები.

alt"არსენალმა" ზედიზედ 10 მატჩი მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა

[VIDEO]

altპრემიერლიგა. X ტური: ტრაგედიის ფონზე... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული