პრემიერლიგა. X ტური: ტრაგედიის ფონზე... [VIDEO]

AutoSharing Option
  • "კრისტალ პალასმა" მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო გოლი გაიტანა;
  • "არსენალს" შეეძლო, მიჯრით მე-12 გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა "კრისტალ პალასმა" ამის საშუალება არ მისცა...
  • ჟოზე მოურინიომ, სეზონში პირველად, პრემიერლიგის მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვა რომელუ ლუკაკუ...
  • "ბარნლის" საკუთარ მინდორზე 1983 წლის შემდეგ არ მოეგო "ჩელსისთვის" და ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა.
  • "ბრაიტონმა" ზედიზედ მესამედ მოუგო "ვულვზს", ისევე, როგორც "ბორნმუთმა" - "ფულჰემს"...
  • ამ სტრიქონებს რომ კითხულობთ, "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრა ჯერ კიდევ სათამაშოა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუნდაც ცოტა ხნით იურგენ კლოპის "ლივერპული" სატურნირო ცხრილის სათავეშია.

ფეხბურთი ფეხბურთად და, პრემიერლიგური
ტურის ჰაილაითები ერთგვარად გადაფარა "ლესტერის" მფლობელის ვერტმფრენის კატასტროფამ და 5 ადამიანის, მათ შორის, კლუბის მეპატრონის დაღუპვამ სტადიონ "კინგ ფაუერთან"... მაგრამ ამ თემაზე ვრცლად სხვა მასალაში წაიკითხავთ...

alt"ლესტერმა" მისი მფლობელის და კიდევ 4 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა

alt"ლესტერის" მფლობელის ვერტმფრენი "ვესტ ჰემთან" ნამატჩევს ჩამოვარდა და დაიწვა [VIDEO]

ჰო, კიდევ - ინგლისი ძალიან შეაშფოთა გლენ ჰოდლის ამბავმა. ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, რომელიც ახლა ტელევიზიაში მუშაობს ექსპერტად, გულის შეტევა დაემართა. მადლობა ღმერთს, მისტერ ჰოდლი უკეთაა...

გავაგრძელოთ უშუალოდ მიმოხილვის ნაწილი და ლიდერით დავიწყოთ. "ლივერპულმა" საკუთარ მინდორზე, მოლოდინისამებრ, შანსი არ დაუტოვა "კარდიფს". თამაშსაც ეტყობოდა და ისედაც ცხადია, რომ მეტოქეები სხვადასხვა წონითი კატეგორიიდან არიან. მერსისაიდელთა რიგებში დუბლი მიითვალა სადიო მანემ, თითო გაიტანეს მოჰამედ სალაჰმა და შარდან შაჩირიმ. ამას გარდა, სალაჰმა ორი საგოლე პასიც მიითვალა.

კლოპმა კი თავისი ბიჭები შეაქო და თქვა - აი, რა შედეგი დგება, როცა საგოლე მომენტებს ვიყენებთო.





"ედენ აზარის გარეშეც შეგვიძლია თამაში და ჩვენ ეს დავამტკიცეთ", - თქვა მაურისიო სარიმ მას შემდეგ, რაც მისმა "ჩელსიმ" საგარეო ასპარეზზე მოსრა "ბარნლი". ბელგიელმა ვარსკვლავმა მცირე ტრავმის გამო დაისვენა და ამან "არისტოკრატთა" ფანობა კი შეაშფოთა, მაგრამ სულ ტყუილად.

"ბარნლიმ" კლასით უკეთეს მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა როს ბარკლიმ, ვინც სწორედ აზარის არყოფნის გამო გამოჩნდა ძირითადში. მან გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა - ჯერ ალვარო მორატას გაატანინა, მერე თვითონ შეაგდო, ამის შემდეგ ვილიანს შეუწყო ხელი, სულ ბოლოს კი ლოფტუს-ჩიკმა სხვის დაუხმარებლადაც იზეიმა.


ლუკა მილივოიევიჩის ბენეფისად იქცა "კრისტალ პალასისა" და "არსენალის" შეხვედრა. მასპინძლებს აქამდე მიმდინარე სეზონში გოლი არ გაეტანათ საკუთარ მოედანზე და აგერ, ნავსი ბრწყინვალე ფორმაში მყოფ "არსენალთან" გატეხეს.

პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლის შემდეგ ყველას ეგონა, რომ "არსენალი" მორიგ სამ ქულას ჩაიწერდა აქტივში, მაგრამ "მეთოფეებმა" ერთხელაც შესცოდეს საკუთარ საჯარიმოში და საბოლოოდ - 2:2.


"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვების გემო გაიხსენა. ჟოზე მოურინიომ ძირითადში არ დააყენა რომელუ ლუკაკუ. შედარებით "მძიმე" ბელგიელის არყოფნამ გუნდი გაცილებით მსუბუქი გახადა.

პოლ პოგბამ ზუსტად ვერ შეასრულა პენალტი, თუმცა თავადვე დაამატა და ანგარიში გახსნა. მერე მან ანტონი მარსიალს გაუკეთა ფასი და ფრანგმაც ულამაზესი გოლი შეაგდო.

ნერვების წყვეტის გარეშე გამარჯვება მაინც ვერ შედგა. კრის სმოლინგმა საკუთარ საჯარიმოში იუხეშა და გილფი სიგურდსონმა შეაგდო, თუმცა სტუმრებმა მეტი ვეღარაფერი მოახერხეს.

პრემიერლიგა. X ტური
ბრაიტონი-ვულვზი 1:0
გოლი: 1:0 მარეი (48)

ფულჰემი-ბორნმუთი 0:3
გოლები: 0:1 უილსონი (14-პენ), 0:2 ბრუკსი (72), 0:3 უილსონი (85)
გაძევება: მაკდონალდი (73. ფულჰემი)

ლივერპული-კარდიფი 4:1
გოლები: 1:0 სალაჰი (10), 2:0 მანე (66), 2:1 პატერსონი (77), 3:1 შაჩირი (84), 4:1 მანე (87)
ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დაიკი, მორენო - ვეინალდუმი, ფაბინიო - ლალანა (61. შაჩირი), ფირმინო (71. მილნერი), მანე - სალაჰი.

უოტფორდი-ჰადერსფილდი 3:0
გოლები: 1:0 რობერტო პერეირა (10), 2:0 დეულოფეუ (19), 3:0 საქსესი (80)

ლესტერი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 0:1 ბალბუენა (30), 1:1 ნდიდი (89)
გაძევება: ნოუბლი (38. ვესტ ჰემი)

ბარნლი-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 ბარკლი (57), 0:3 ვილიანი (62), 0:4 ლოფტუს-ჩიკი (90+2)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო (78. ფაბრეგასი), ბარკლი - პედრო (30. ლოფტუს-ჩიკი), ვილიანი, მორატა (74. ჟირუ).

კრ. პალასი-არსენალი 2:2
გოლები: 1:0 მილივოიევიჩი (45+1-პენ), ჯაკა (51), 1:2 ობამეიანგი (56), 2:2 მილივოიევიჩი (83-პენ)
არსენალი (4-2-3-1): ლენო - ბელერინი (46. ლიხტშტაინერი), მუსტაფი, ჰოლდინგი, ჯაკა - ტორეირა, გენდუზი - ივობი, იოზილი (68. უელბეკი), ობამეიანგი (78. რემზი) - ლაკაზეტი.

მანჩესტერ იუნ-ევერტონი 2:1
გოლები: 1:0 პოგბა (27), 2:0 მარსიალი (49), 2:1 სიგურდსონი (77-პენ)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, სმოლინგი, ლინდელიოფი, შოუ - ფრედი (90+5. ლინგარდი), მატიჩი, პოგბა - მატა (85. ერერა), მარსიალი, რაშფორდი (65. ლუკაკუ).
გამოუყენებელი პენალტი: პოგბა (27. მანჩესტერი)

საუთჰემპტონი-ნიუკასლი 0:0

ორშაბათი, 29 ოქტომბერი
ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი 23:59

ბომბარდირები: 7 - ედენ აზარი (ჩელსი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), სადიო მანე (ლივერპული).

მომდევნო ტური
3 ნოემბერი: ბორნმუთი-მანჩესტერ იუნაიტედი, კარდიფი-ლესტერი, ევერტონი-ბრაიტონი, ნიუკასლი-უოტფორდი, ვესტ ჰემი-ბარნლი, არსენალი-ლივერპული, ვულვზი-ტოტენჰემი
4 ნოემბერი: მანჩესტერ სიტი-საუთჰემპტონი, ჩელსი-კრ. პალასი
5 ნოემბერი: ჰადერსფილდი-ფულჰემი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული