ანტონიო კონტე რომან აბრამოვიჩს 20 მილიონ ევროზე მეტს ედავება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლუბის პრეზიდენტ რომან აბრამოვიჩს 23 მილიონ ევროს ედავება - ნაწილს (13 მილიონი) კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის, ხოლო მეორე ნაწილს (10 მილიონი) კი რეპუტაციის შელახვისათვის.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, იმის გამო, რომ იგი სეზონის დასრულების შემდეგაც ლონდონურ კლუბს წვრთნიდა, უმაღლესი დონის კლუბის შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.

თავის მხრივ, არც რომან აბრამოვიჩი აპირებს კონტესთან დანებებას და იტალიელს ფულს თავად სთხოვს. მიზეზად კი დიეგო კოშტასთან გაგზავნილი მესიჯი, სადაც ეწერა, რომ ესპანელს ახალი კლუბი უნდა ეძებნა, პრესკონფერენციებზე დაგვიანება, სპონსორების უგულებელყოფა და პარკირების
წესების დარღვევა სახელდება.

სასამართლო პროცესები 2019 წელს დაიწყება, მანამდე კი ორივე მხარე საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია.

altკონტემ "რეალის" ერთპიროვნულად მართვა მოითხოვა და ამიტომ არ დანიშნეს მწვრთნელად

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული