კონტე: "კვარას" გარეშე ეს უკვე სულ სხვა "ნაპოლია"

AutoSharing Option
Areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ გამოსამშვიდობებელი ვიდეო გასულ შაბათს გადაიღო, ვიდრე მონტე-კარლოში მოლაპარაკებები დაიწყებოდა, რაც იმას ნიშნავს, პსჟ-ში გადასვლაში უკვე დარწმუნებული იყო.

„ატალანტასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა: „47 ქულა დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ, ახლა „კვარას“ გარეშე თამაშზე ვართ კონცენტრირებული. თუმცა, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, გასულ წელთან შედარებით გუნდი სამი ფეხბურთელიის გარეშეა - ოსიმენი, „კვარა“, ზილენსკი. საჩემპიონო სეზონთან შედარებით ოთხით კიმის გარეშე. აგრეთვე აღარ არიან მარიო რუი და ელმასიც.

ამბობენ, რომ ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია, თუმცა ეს
უკვე სულ სხვა გუნდია და ხვიჩას წასვლით უფრო განსხვავებული იქნება. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ვიცით, როგორ მოვედით აქამდე. ეს ბიჭების დამსახურებაა. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ორი წლის წინანდელთან შედარებით სხვა გუნდია და მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილებს 18 მატჩი გველოდება“.

alt"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 11 /
პოლიტანოზე ჩ*თლახი და იღბლიანი ფეხბურთელი ჯერ არ დაბადებულა, ყველა პროპკას მოერგო და მაგის გულზე ხვიჩა კვარაცხელია გააგდეს . ნაპოლის ძირითადიდან ხვიჩა ამოიღეს და ფაქტიურად გუნდიდან წასვლა აიძულეს . ნაპოლი ვერ განვითარდა იმიტომ რომ პოლიტანოს ნაირი ფ*რჩაკი ვერ მოიშორა და დარჩა სოფლის გუნდად ისევ. აი ეს სოფლის ჭიჭიკო პოლიტანო არის ნაპოლის სიმბოლო ეხლა და დაუდგან ძეგლი მოტY*ნიათ კარგის ტ**** ი .
Meridiani
22:57 17-01-2025
0
ჩემი აზრით ნაპოლი უკეთეს შემთხვევაში მესამე ადგილს დაჯერდება. თუ სეზონის მსლველობისას მონასტერი აირია, შესაძლოა ოთხეულს მიღმაც დარჩეს, მითუმეტეს რომ უახლოესი კალენდარი საკმაოდ რთული აქვთ და მერე ნახეთ კონტესა თუ დე ლაურენტისის ძაგება. ოსიმენისა და კიმის გაშვებას კიდევ ასე თუ ისე შეეგუა ნეაპოლელი ქომაგი რიგ მიზეზთა გამო, აი კვარა კი ვინც რა არ უნდა თქვას, ამ დროის მანძილზე ერთგვარ თილისმად ჩამოყალიბდა ნეაპოლში, ამიტომ პატარა ფეხის დაცდენასაც აღარავინ აპატიებს კონტეს და მითუმეტეს დე ლაურენტისს.
ჩემი აზრით ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ რამხელა წნეხის ქვეშ მოექცნენ საკუთარი უგუნურებით და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ ინანებენ მწარედ ჩვენებური დროულად და სათანადოდ რომ არ დააფასეს!
ABARA
22:56 17-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული