Bild: "ბაიერნმა" კოვაჩიჩის ნაცვლად შესაძლოა ვენგერი მიიწვიოს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს.

Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემთხვევაში ვენგერის კანდიდატურას განიხილავს. კლუბის ხელმძღვანელობა ხორვატის წასვლის განხილვისას ხშირად ვენგერზე საუბრობს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნმა" შესაძლოა კოვაჩიჩი "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში წაგების შემთხვევაში გაათავისუფლოს.

თავად ვენგერი გერმანულად კარგად საუბრობს. ის ერთ-ერთი უმაღლესი მწვრთნელთაგანია, ვინც ამ დროისთვის უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში მან "არსენალი" დატოვა, სადაც 22 წლის განმავლობაში მუშაობდა.

alt"ბაიერნი" ნიკო კოვაჩს უშვებს - ის, შესაძლოა, არსენ ვენგერმა შეცვალოს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნის ხელმძღვანელობას ბრეჟნვის სინდრომი შეეყარა. მალე გუნდს ალბათ მხცოვანი კაიზერ ფრანცი ჩაუდგება სათავეში. მართლა სირცხვილია, რასაც ისინი სჩადიან. არსენ ვენგერს სიბერეს გაუმწარებენ და თუ ჭკუა აქვს, უარი უნდა უთხრას
: )))))))
01:36 27-11-2018
0

სიახლეები პოპულარული