ედენ აზარი: მადრიდის "რეალი" ყოველთვის მომწონდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" შემტევ ედენ აზარს დიდი ხანია მადრიდის "რეალს" უკავშირებენ, მას შემდეგ კი, რაც "სამეფო კლუბი" კრიშტიანო რონალდომ დატოვა, ჭორები უფრო მეტად გაძლიერდა.

ფრანგულ RMC-სთან საუბრისას ბელგიის ნაკრების ლიდერმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" ყოველთვის მოსწონდა.

"მე მადრიდის "რეალი" ყოველთვის მომწონდა, ზიდანთან ერთადაც და მის გარეშეც. ამ სეზონის შემდეგ "ჩელსისთან" მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი დამრჩება. ვნახოთ, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია", - განაცხადა ედენ აზარმა.

27 წლის ვინგერი ლონდონურ კლუბში 2012 წელს ფრანგული "ლილიდან" გადაბარგდა და მას შემდეგ პრემიერლიგაში ჩატარებულ 223 მატჩში 76
გოლი გაიტანა.

altOnda Madrid: ედენ აზარმა "რეალთან" კონტრაქტი შეათანხმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული