ხოსეპ გვარდიოლა: ამ კომპონენტში უკეთესები გავხდით, ვიდრე გასულ სეზონში

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის გაუმჯობესებულ თამაშზე ისაუბრა.

"დეტალებში უკეთესები გავხდით, ვიდრე გასულ სეზონში. ეს ნორმალურია, რადგან დიდი ხანია ერთად ვართ.

ჩვენი თამაშის აწყობა, მაღალი პრესინგი, სხვადასხვა გადაადგილების გამოყენება, დაცვიდან თავდასხმაში გადასვლის უფრო მეტი ვარიანტი გაგვიჩნდა, გარდა ამისა უკეთ ვიცავთ თავს. რა თქმა უნდა ქულები დავკარგეთ, ასეთი რამ ხდება.

თასზე ან ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება - ეს 6 თუ 7 მატჩია, სადაც ბრწყინვალედ უნდა ითამაშოთ, მაგრამ პრემიერლიგაში ასეთი მატჩები ყოველ სამ დღეში ერთხელაა, ამიტომ აქ ჩემპიონობა უფრო მომწონს", -
თქვა გვარდიოლამ Sky Sports-თან საუბარში.

18 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" სატურნირო ცხრილში პირველადგილოსან "ლივერპულს" 4 ქულით ჩამორჩება. 26 დეკემბერს "ქალაქელები" სტუმრად "ლესტერს" შეხვდებიან.

altპეპ გვარდიოლა: ჟოზე მოურინიო ძლიერია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული