გვარდიოლა: "ლივერპული" ჩვენი მთავარი პრობლემა არაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის წარუმატებლობაზე ისაუბრა.

"გასულ სეზონში, უკვე წლის დასაწყისში საუბრობდნენ, რომ ინგლისის ჩემპიონატი დასრულებული იყო.

ფეხბურთი ისეთი თამაშია, რომ შეიძლება ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოიგო ან წააგო. მახსოვს "ბარსელონაში 4 შეხვედრა წავაგეთ.

ახლა ჩვენი მთავარი პრობლემა "ლივერპული" არაა. "საუთჰემპტონზე" უნდა ვიფიქროთ. შესანიშნავად მესმის, რა კარგი ფეხბურთელები და გუნდი გვყავს. ამას მოთამაშეებს გამუდმებით ვეუბნები.

ბოლო 4 მატჩში 3 მარცხი განვიცადეთ. ასეთია რეალობა. თუ გვინდა ჩემპიონობა, უნდა დავიწყოთ მოგებები", - განუცხადა გვარდიოლამ Sky Sports-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული