"ტოტენჰემმა" "კარდიფს" მოუგო და მეორე ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
1 იანვარს, პრემიერლიგის 21-ე ტურში "ტოტენჰემმა" სტუმრად "კარდიფს" უპრობლემოდ სძლია - 3:0.

სტუმრებმა 26-ე წუთზე გაუტანეს მასპინძლებს მესამე გოლი და საქმე მოუთავეს.

"ტოტენჰემი" 48 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა და 9 იანვარს "ჩელსის" მასპინძლობს.

კრისტიან ერიკსენმა გოლი + საგოლე გადაცემით 100 ქულა დააგროვა (45+55).

კეინმა მე-14 გოლი გაიტანა და პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს. "კარდიფი" პრემიერლიგის ერთადერთი გუნდი იყო, რომლისთვისაც კეინს გოლი არ ჰქონდა გატანილი.

"ტოტენჰემმა" ბოლო 12 გასვლითი მატჩიდან 10 მოიგო და თავისი საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

კარდიფი. "სიტი სტადიუმი".
32 585 მაყურებელი
კარდიფი - ტოტენჰემი
გოლები: 0:1 კეინი (3), 0:2 ერიკსენი (12), 0:3 სონი (26)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული