ე.წ. ინსაიდერმა ნობელ არუსტამიანმა საკუთარ "იუთუბარხზე" ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და ახსნა, რომ ქართველი გარემარბის მომავალი "იუვენტუსიდან" "ტოტენჰემისკენ" ფაბიო პარატიჩის გამო გადაიხარა.
"ლონდონური "ტოტენჰემის" ერთ-ერთი შენაძენი ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება გახდეს. ფაბიო პარატიჩი ხვიჩას ტალანტით დიდი ხანია აღფრთოვანებულია და გაზაფხულზე ერთ-ერთ აგენტ ვალერიო ჯუფრიდასთან კონტაქტზეც გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ჯუფრიდამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ალეკსეი მირანჩუკის "ატალანტაში" გადასვლასა და ელდორ შომორუდოვის "ჯენოაში" ტრანსფერში. ახლა კი რუსეთის პრემიერლიგიდან კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის მონაწილე შეიძლება გახდეს.
ჩემი ინფრორმაციით, ჯუფრიდასა და პარატიჩს
შორის გამართული პირველი დიალოგი ხვიჩას "იუვენტუსში" გადასვლით შეიძლებოდა დამთავრებულიყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. პარატიჩის ლონდონში გადაბარგების შემდეგ კვარაცხელიას კარიერის გაგრძელების ყველაზე რეალურ ვარიანტად "ტოტენჰემი" იქცა", - თქვა არუსტამიანმა.
ფაბიო პარატიჩი "იუვენტუსის" მთავარი სპორტული ოფიცერი 11 წლის განმავლობაში იყო, ახლა კი "ტოტენჰემის" მმართველი დირექტორი გახდა.
Khvicha_Kvaratskhelia
Current team Wolves