3 იანვარს, პრემიერლიგის 21-ე ტურის დასკვნით მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" 2:1 დაამარცხა.
"მანჩესტერმა" 50 ქულა დააგროვა და ლიდერ "ლივერპულთან" ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.
პირველ ტაიმში "სიტის" მცველმა ჯონ სტოუნსმა საკუთარი კარიდან გამოიტანა ბურთი - ვიდეოგამეორებაზე დაფიქსირდა, რომ ბურთს კარის ხაზის გადასაკვეთად 1.12 სანტიმეტრი დააკლდა.
"ლივერპულმა" ინგლისის მიმდინარე პირველობაზე პირველი მარცხი განიცადა - აქამდე 17 თამაში მოგებული და 3 ფრედ ჰქონდა დასრულებული. "ლივერპულმა" 2018 წლის 21 აპრილის შემდეგ პირველად გაუშვა 2 გოლი.
აგუერომ სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონატებში 250 გოლი გაიტანა. მან ერთ გუნდს ზედიზედ 7 საშინაო მატჩში გაუტანა გოლი და ეს პრემიერლიგის რეკორდია.
პეპ გვარდიოლამ "ქალაქელთა" მწვრთნელის რანგში მე-100 გამარჯვება მოიპოვა.
ფირმინომ ბოლო 2 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი - ამდენივე გოლი მან წინა 23 მატჩში გაიტანა.
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 511 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 აგუერო (40), 1:1 ფირმინო (64), 2:1 სანე (72)
პ.ს. არ ვარ ლივერპულის გულშემატკივარი