"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა იაია ტურემ "მანჩესტერის" ნახევარმცველ პოლ პოგბაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, ახლა პოგბას უფრო სჯერა მწვრთნელის. სოლსკიაერმა პოგბას ლიდერობის საშუალება მისცა. ამისათვის მას ყველა უნარ-ჩვევა აქვს. ამის ნათელი მაგალითი განვლილი მსოფლიოს ჩემიონატია. ვნახე კლიპი, რომელშიც თანაგუნდელებს გასახდელში ესაუბრებოდა. ეს შთამბეჭდავი იყო. ის ფეხბურთელთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც მწვრთნელთან ურთიერთობა უნდათ.
ეს გუნდისთვის კარგია. ასეთი ტიპის ფეხბურთელებმა ყოველთვის მაღალ დონეზე უნდა იასპარეზონ. ახლა მას საქმეები ძალიან კარგად მისდის", - განუცხადა ტურემ Sky Sports-ს.
ჟოზე მოურინიოს გადაყენების შემდეგ პოგბამ 4 გოლი
გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.