30 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურში "მანჩესტერმა" სახლში "ბორნმუთი" 4:1 დაამარცხა.
დუბლი და საგოლე გადაცემა პოლ პოგბამ მიითვალა. ის ამ გუნდის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 2012 წლის შემდეგ ზედიზედ 2 შეხვედრაში შეასრულა დუბლი. 4 გოლი მან გუნდის მოურინიოს ხელმძღვანელობისას 17 მატჩში გაიტანა.
ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით "მანიუმ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 35 ქულით მე-6 ადგილზეა.
"იუნაიტედმა" სამ თამაშში 12 გოლი გაიტანა, რაც უკანასკნელად 7 წლის წინ მოხდა.
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 556 მაყურებელი
მანჩესტერი - ბორნმუთი 4:1
გოლები: 1:0 პოგბა (5), 2:0 პოგბა (33), 3:0 რეშფორდი (45), 3:1 აკე (45+2), 4:1 ლუკაკუ (72)
გაძევება: ბაიი (79)