"ბარსელონას" ნახევარმცველი დენის სუარესი "არსენალის" მოთამაშე უახლოეს პერიოდში გახდება. მას უკვე დაემშვიდობნენ კატალონიელი თანაგუნდელები.
"წარმატებები, პატარა გალისიელო, შენს ახალ გამოწვევაში" - ასე დაემშვიდობა ლუის სუარესი დენისს.
ტრანსფერი ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ და "ბარსელონას" დამრიგებელმა ერნესტო ვალვერდემაც დაადასტურეს.
სუარესი "არსენალში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, "მეთოფეებს" კი მისი გამოსყიდვა ზაფხულში 20 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
25 წლის ფეხბურთელი "ბარსელონას" ძირითად გუნდში 2016 წლიდან თამაშობს. მას "ბლაუგრანას" რიგებში ლა ლიგაში 46 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
13:02 30-01-2019
"წარმატებები, პატარა გალისიელო" - დენის სუარესი "არსენალის" ფეხბურთელი ხდება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული