ოფიციალურად: დენის სუარესი "არსენალის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი დენის სუარესი სეზონის ბოლომდე ლონდონის "არსენალში" იჯარის წესით ითამაშებს.

კატალონიურმა კლუბმა დენისის სანაცვლოდ 2,5 მილიონი ევრო მიიღო, "მეთოფეებს" კი მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ესპანელმა ნახევარმცველმა "ბარსელონას" ძირითად გუნდში ორწელიწადნახევარი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 46 შეხვედრა ჩაატარა.

დენის სუარესმა "ბარსელონასთან" ერთად ლა ლიგა და 2-ჯერ კოპა დელ რეი მოიგო.

25 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში 22-ნომრიან მაისურს მოირგებს.

altზამთრის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული