2 თებერვალს, პრემიერლიგის 25-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სახლში "არსენალს" 3:1 მოუგო.
ჰეთ-თრიკი თავდამსმელმა სერხიო აგუერომ შეასრულა. ეს ინგლისის ჩემპიონატზე მისი მე-10 ჰეთ-თრიკია. რეკორდსმენი 11 ჰეთ-თრიკით ალან შირერია. კუნმა ნამატჩევს აღიარა, რომ მესამე გოლი ხელით გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ზედიზედ მეორე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი პირველ წუთზე.
"მანჩესტერ სიტიმ" 1937 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა "არსენალი" ზედიზედ 4 მატჩში.
"მანჩესტერ სიტი" 59 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 2 ქულით ჩამორჩება, რომელიც სტუმრად "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.
შემდეგ ტურში, 6 თებერვალს "სიტი" ლივერპულში "ევერტონს" შეხვდება.
ლონდონი. "ეტიჰადი". 54 483 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - არსენალი 3:1
გოლები: 1:0 აგუერო (1), 1:1 კოსიელნი (11), 2:1 აგუერო (44), 3:1 აგუერო (61)