200 მილიონი, ედენ აზარი - ზინედინ ზიდანის მოთხოვნები ლონდონის "ჩელსის"

AutoSharing Option
ბრიტანული "სანის" ცნობით, ზინედინ ზიდანს ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება სურს, თუმცა წინადადებაზე დასათანხმებლად მას საკუთარი მოთხოვნები აქვს.

ფრანგი სპეციალისტის სურვილია, "არისტოკრატებმა" ედენ აზარი შეინარჩუნონ. ზიდანს გუნდის აწყობა ბელგიელის ირგვლივ სურს.

მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი გუნდის გასავითარებლად 200 მილიონ ევროს ითხოვს, ან უფრო მეტს, თუკი ლონდონელები იმ მოთამაშეებს გაყიდიან, რომლებიც მათ რიგებში ირიცხებიან და იჯარით სხვა კლუბებში თამაშობენ.

კვირას, 24 თებერვალს, კარაბაოს თასის ფინალში "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" შეხვდება. მარცხის შემთხვევაში მაურისიო სარის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

რამდენიმე დღის
წინ სარის შეგირდები პეპ გვარდიოლას გუნდთან უკვე განადგურდნენ, "სიტიმ" ლონდონელებს 6 უპასუხო გოლი გაუტანა.

alt"ჩელსის" მენეჯერს მაურისიო სარის წყალი აქვს შეყენებული

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ წააგებს ჩელსი
ზაზა
15:03 18-02-2019
11

სიახლეები პოპულარული