იურგენ კლოპი: ყველას უნდა "მანჩესტერ სიტივით" ვითამაშოთ, მაგრამ ეს არ შეგვიძლია

AutoSharing Option
პრემიერლიგის 33-ე ტურში "საუთჰემპტონთან" მოგებული მატჩი (3:1) "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გაარჩია.

"ეს შესანიშნავი იყო. ჩვენ კარგად ორგანიზებულნი ვიყავით, მაღალ პრესინგს მივმართავდით. მეტოქემ კარგი გოლი გაიტანა. სიმშვიდე შევინარჩუნეთ.

მომენტს კი არ ველოდებით, მომენტის შექმნაზე ვმუშაობდით. შესვენების შემდეგ თამაში დაწყნარდა და ყველაფერი ორმა ჩინებულმა გოლმა გადაწყვიტა. სალაჰს არ შეეძლო დღეს გოლი არ გაეტანა. ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ მოგება ძნელია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

რამდენიმე ფეხბურთელი ხვალ მკურნალობას საჭიროებს. ყველას უნდა "მანჩესტერ სიტივით" ვითამაშოთ, მაგრამ ეს არ შეგვიძლია, რადგან ჩვენს ფეხბურთს ვთამაშობთ.

ახლა 82 ქულა გვაქვს, რაც ამ გადარეულ ლიგაში ძალიან ბევრია. მართლა ვამაყობ. დაუჯერებელია.

ყველასთვის ძნელი წელიწადია. ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად 70-75 ქულის მოგროვებაა საჭირო, ჩემპიონობისთვის ბრძოლოსათვის კი 90 ქულაზე მეტი. ჩვენ რბოლაში ვართ და ეს მაგარია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული