Birmingham Mail-ის ცნობით, "ვულვზის" 19 წლის მარცხენა მცველით, რუბენ ვაინაგრით "ბარსელონა" და "ლივერპული" დაინტერესდნენ.
რუბენ ვაინაგრი პირველ სეზონს ატარებს პრემიერლიგაში. მან 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს FA CUP-ის ნახევარფინალში ითამაშა "უემბლიზე", რომელშიც "ვულვზი" "უოტფორდთან" დამარცხდა დამატებით დროში.
ojogo.pt-ის მიხედვით, იურგენ კლოპი აღფრთოვანებული დარჩა ახალგაზრდა პორტუგალიელის თამაშით "ლივერპულის" წინააღმდეგ. ასევე, იგივე გამოცემა ამტკიცებს, რომ "ბარსელონამ" რამდენჯერმე გაგზავნა თავისი სკაუტები "ვულვზის" თამაშებზე დასასწრებად.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ "ვულვზის" გულშემატკივრებს ვაინაგრის თამაში ძალიან მოსწონთ და არ სურთ, რომ გუნდი დატოვოს.