ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდ ჰარი კეინის გამოჯანმრთელების ვადა გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ კეინი "მანჩესტერ სიტისთან" (1:0) ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში დაშავდა.
მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი 3 თვე ვერ ითამაშებს.
გამომდინარე აქედან, კეინი "დეზებს" მიმდინარე სეზონში ვერ დაეხმარება და ასევე, ინგლისის ნაკრებსაც, რომელიც ივნისში ერთა ლიგის ფინალურ ტურნირში პორტუგალიას ხვდება.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით